• სკოლის მისია

      შპს “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის” მისიაა აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, რომელსაც შესწევს ინტერკულტურული დიალოგის წარმართვა. საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირება, როგორ მონოკულტურულ ასევე, გლობალური მოქალაქეობის დონეზე.

      სკოლის ხედვა

      სკოლა შეძლებს უზრუნველყოს სწავლა - სწავლების პროცესის ორგანიზება ისე, რომ მოსწავლეები დაეუფლონ პირობისეულ ცოდნას, გააცნობიერონ საკუთარი როლი ადგილობრივ და გლობალურ პროცესებში თანამონაწილეობის ხედვის პერსპექტივაში. განივითარონ ისეთი კომპეტენციები როგორიცაა: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, მულტიკულტურული დიალოგის, პრობლემის გადაჭრისა და კომფლიქტების არაძალადობრივი გადაჭრის უნარი. შეძლონ გლობაურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება.

      სკოლის ღირებულებები

      ორიენტაცია კანონის უზენაესობაზე - ადამიანთა უფლებების და თავისუფლებების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვა/დაფასება;

      ორიენტაცია მუდვმივ განვითარებაზე - ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა  და თანამშრომლომითი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე;

      პროცესების გამჭვირვალობა - სკოლაში მიმდინარე პროცებთან მიმართებით, სკოლა არის ღია და მისი ღიაობა აისახება შესაბამის წესებსა და პროცედურებში. ასევე საჯრო ინფორმაციის ხელმისაღვდომობაში;

      თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები - სკოლა ორიენტირებულია განავითროს ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წევრად, დაცულად, უსაფრთხოდ მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ან სხვა ნიშნისა. სასკოლო საზოგადოების თოთოეულ წევრს ეძლევა განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა;

      ორიენტაცია პასუხისგებლობაზე -  სკოლა აცნობიერებს რა თავის როლს სოციო-კულტურული გარემოს განვითარებაში, ხელს უწყობს პასუხისგებლიანი მოქალაქეების აღზრდას.