ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
ამ დღესთან დაკავშირებით თანამშრომლობითი ,
საინფორმაციო შეხვედრა-ვიქტორინა გაიმართა „ქართულ ევროპული სკოლა ორნატის“ და სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებს შორის.
ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება, ორგანიზებული იყო ბუნების მეტყველების პედაგოგების ნათია რობაქიძის და თამუნა ბაქრაძისა მიერ.
მათ მიერ გაწეული შრომა იგრძნობოდა მოსწავლეების აქტიურობაშიც.
ვიქტორინის ფარგლებში დაისვა საინტერესო შეკითხვები ტუბერკულოზის ნიშნების, სტატისტიკური მონაცემების და დაავადების მკურნალობის შესახებ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ბაქტერიული დაავადების ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში .
ღონისძიებაზე მოწვეული იყო:
ააიპ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის თავჯდომარე
გიორგი მაღრაძე,
ადგილობრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ხელმძღვანელი
თამარ გველესიანი,
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
კახაბერ კუპატაძე.
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს.
იმედია, ასეთი საგანმანათლებლო შეხვედრები ერთობლივი ძალისხმევით, კვლავ ბევრი დაიგეგმება...