• "ორბთან ორთაბრძოლა"

          • შპს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის"

            მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება "ორბი" -სერგო კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით.

            მათ შექმნეს პროდუქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის მიხედვით "ორბთან ორთაბრძოლა" გაეცნენ ორბის ,როგორც მტაცებელი ფრინველის, შესახებ ინფორმაციას და ისაუბრეს თემის ირგვლივ მრავალფეროვნად .

            პედაგოგი -სოფიკო აბესაძე

          • „ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები“.

          • „ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის მასწავლებლის, ნათია ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე „ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები“.

            მოსწავლეებმა თემის შესაბამისად შექმნეს სლაიდები , პოსტერები და ისაუბრეს მათ შესახებ.

          • აკაკი წერეთლის ბიოგრაფია და მისი შემოქმედება

          • „ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე „ვიცნობდეთ აკაკი წერეთელს“ .

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს აკაკი წერეთლის ბიოგრაფია და მისი შემოქმედება.

          • Primary schools in the UK

          • „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის „ მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე.Primary schools in the UK. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბრიტანულ სკოლების მრავალფეროვნებაზე, შექმნეს ლექსიკონები, პლაკატები და დიორამა .

            ინგლისური ენის მასწავლებელი მეგი იმნაძე

          • „მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი“

          • შპს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის” მე-8 კლასიში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელწოდებით : „მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი“

            მათემატიკის მასწავლებელი : მანანა ქათამაძე

            ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნათია ჩაკვეტაძე

            მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით შეარჩიეს მათთვის საინტერესო ნაწარმოები,შემდეგ მათემატიკის მასწავლებლის დახმარებით, ნაწარმოებიდან შემთხვევით შერჩეული სამი გვერდის მიხედვით წინადადებების სიგრძეთა სიხშირის ცხრილი შეადგინეს და ააგეს პისტოგრამა.

          • “ჯორჯიან მანგანეზში” სტუმრობა

          •  

              შპს”ქართულ ევროპული სკოლა ორნატის” მე-7 კლასის მოსწავლეები მიმდინარე წლის 2 ნოემბერს , “სასკოლო პროექტის” ფარგლებში ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრენ.

            მათი მიზანი იყო ქალაქში გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვება .

              ქარხნის დირექტორი, გოჩა ქურდაძე მოსწავლეებს შეხვდა და მანგანუმის წიაღისეულის მნიშვნელობაზე, ფეროშენადნობების წარმოების პროცესსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

            თავის მხრივ, მოსწავლეებმა წარმოდგინეს პრეზენტაციები სხვადახვა ეკოსაკითხებზე, რის შემდეგადაც ინტერაქცია გაიმართა.

            მოსწავლეებმა თავისი თვალით ნახეს მთელი ფეროშენადნობის წარმოების პროცესი. ქალბატონმა ლია ბარბაქაძემ ,ფეროშენადნობთა ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგმა, სიღრმისეული ინფორმაცია მისცა ამ პროცესების შესახებ მოსწავლეებს.

             მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საწარმოში მუდმივმოქმედ პროექტში, რომელიც ზედაპირული ჩამდინარე წყლის მონიტორინგს ითვალისწინებს. ეკოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტების დახმარებით, ჩამდინარე წყლის სამონიტორინგო ადგილები მოინახულეს და ქარხნის ტერიტორიულ არეალში მდებარე წყალსადენის ქსელიდან რამდენიმე ნიმუშად აიღეს სინჯები, რომელიც ეკოლაბორატორიის მაღალი სტანდარტების დანადგარების საშუალებით მოწმდება.

            ზედაპირული ჩამდინარე წყლის მონიტორინგში მონაწილეობით მოსწავლეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია ფეროშენადნობთა ქარხანაში წყლის დაბინძურების ხარისხის შესწავლის შესახებ.

            ბატონმა გოჩამ, “ჯორჯიან მანგანეზისსახელით, მოსწავლეებს საჩუქრად ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები, ხოლო სკოლას , ლეპტოპი გადასცა, რომელსაც  ჩვენი სკოლა სასწავლო რესურსად გამოიყენებ.

            უღრმეს მადლობას ვუცხადებთ ჯორჯიან მანგანეზის , ბატონ გოჩას და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სრუს შემადგენლობას.

          • სტუმრობა შროშის თიზის საწარმოში.

          • შპს”ქართულ ევროპული სკოლა ორნატის” მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, “სასკოლო პროექტის” ფარგლებში ესტუმრენს სოფელ შროშის თიზის საწარმოს.

            სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა: ნივთიერების და გარემოს მიმართ ცნობიერების ამაღლება .

            საწარმოში კეთილი განწყობით დახვდნენ მასპინძლები ჩვენს მოსწავლეებს. მათ დაუზარებლად აჩვენეს და სრულყოფილად აუხსნეს თიხის დამუშავების პროცესი . მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს და პრაქტიკულად ნახეს ნივთიერების თვისებები და მათი გარდაქმნები.ისინი დიდი ინტერესით უცქერდნენ თითოეული ნივთის დამზადების პროცესს.

            ბოლოს საჩუქრებით და ემოციებით დათვირთული დაბრუნდნენ სკოლაში.

          • ,,ბარაქიან შემოდგომას''

          • შპს”ქართულ ევროპული სკოლა ორნატის” მე-2 კლასის მოსწავლეებმა , კლასის დამრიგებლის , თამარ ღვინჯილიას ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი: ,,ბარაქიანი შემოდგომა''.

            მოსწავლეებმა ,,ბარაქიან შემოდგომას'' ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით შეასხეს ხოტბა.

            პროექტის მიზანი იყო შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

            მოსწავლეები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელებაში.

             

          • “ტომ სოიერის თავგადასავალი”

          • შპს”ქართულ ევროპული სკოლა ორნატის” მე-5 კლასში

            ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათია ჩაკვეტაძემ განახორციელა

            კომპლქსური დავალება;

            მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი”(მოკლე შინაარსი)

            მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები ,ბროშურები და საინტერესოდ ისაუბრეს ტომ სოიერის თაგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე.

          • "ქართული ენის წარმოშობა"

          • შპს”ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის” მე-7 კლასში,

            ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათია ჩაკვეტაძემ განახორციელა

            კომპლქსური დავალება” ქართული ენის წარმოშობა .

            ქართული ენის წარმოშობის თეორიები”

            მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები , საინფორმაციო ბუკლეტები და ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობის შესახებ.

          • "ანბანის შემობრძანება"

          • “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის” პირველკლასელები თავიანთი საყვარელი მასწავლებლის ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით, ანბანის შემობრძანებას საზეიმოდ შეხვდნენ.

            21ოქტომბერი2022 წელი

          • „უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი“

          • „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა სოციალური პროექტის ფარგლებში; „უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი“ , მოინახულეს უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი.

            ჩვენმა მოსწავლეებმა, თავიანთი მასწავლებლების, სოფიო აბესაძისა და ირმა ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია, გაეცნენ საამაყო მსახიობის ბიოგრაფიას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმი. ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დათვირთული აღმოჩნდა მათთვის ეს დღე.

          • "მოსწავლეთა თვითმართველობის არჩავნები"

          • "ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში” მოსწავლეთა თვითმართველობის არჩავნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა; 7 და 10 ოქტომბერს.

            არჩევნებს კურირებდა მოქალაქეობის პედაგოგი ნათია ჩაკვეტაძე.

            საშუალო და საბაზო საფეხურებიდან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის გაკეთდა არჩევანი და შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობის დავჯდომარე გახდა მე-10 კლასის მოსწავლე ნინი წაქაძე.

            როგორც ნინი აღნიშვნავს:

            სკოლის თვითმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა,მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

          • "გარემოსდაცვითი ღონისძიება"

          • 26 ოქტომბერს "ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის" მეექვსე კლასის მოსწავლეებმა,პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს გარემოსდაცვითი ღონისძიება.

            მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, ცელოფნის პარკების პლასტმასის ბოთლების სა სხვა საყოფახცოვრებონარჩენებისაგან. ასეთი ღონისძიებით მოსწავლეები აცნობიერებენ , რომ გარემოს მზრუნველი ხელი სჭირდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი გარშემომყოფებსაც ვასწავლოთ გარემოს გაფრთხილება, მოვლა და მასზე პასუხიმგებლობის აღება.