,,ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი'' III კლასი
პედაგოგი ირმა ჭიჭინაძე
22 აპრილი
საკლასო აქტივობა: ,,დედამიწა ჩვენი სახლია"
,,ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი'' III კლასი
პედაგოგი ირმა ჭიჭინაძე
22 აპრილი
საკლასო აქტივობა: ,,დედამიწა ჩვენი სახლია"
22 აპრილი დედამიწის დღე
"ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი "
I კლასი
პედაგოგი ხათუნა ავალიანი
კლასში განხორციელებული აქტივობა: ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას"
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში"
'ქართულ- ევროპული სკოლა ორნატისა" და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის კომუნიკაციების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, "განათლება საზღვრებს გარეშე", პროექტის ფარგლებში, ქართულ - ევროპული სკოლა " ორნატის" დელეგაცია: სკოლის დირექტორი სოფიო კვინიკაძე, დამფუძნებელი ავთანდილ ოსაძე , მასწავლებელი ნონა ბაბუაძე, 2023 წლის 17-22 აპრილს საქმიანი ვიზიტით იმყოფება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, სადაც სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლას, კოლეჯი "იბერია", იტალიისა და უნგრეთის სკოლების დელეგაციებთან ერთად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულში. პირველი ვიზიტი განხორციელდა კომუნიკაციების სკოლაში, სადაც ქართული მხარე გაეცნო პროფესიული სასწავლებლის საქმიანობას და მათ გამოცდილებას, სკოლა ორნატის დელეგაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია სკოლის საქმიანობის შესახებ. მეორე შეხვედრა გაიმართა ქალაქ პოზნანის #15 სკოლასთან, მოხდა ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება. საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება.
საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ქალაქ პოზნანის განათლების განყოფილების პრეზიდენტმა მარიუს ვისნიევსკმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მხარეების თანამშრომლობით ურთიერთობას.
„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“
პირველკლასელმა მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნლი საკლასო
აქტივობა : ",,დედაენა ჩვენი ცოდნის ლამპარი..."
თავიანთი პედაგოგის ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესოდ და ლამაზად წარმოადგინეს.
„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატში“
მე-8 კლასი მოსწავლეებმა დედაენის კვირეულისადმი მიძღვნლი ,
კომპლექსური დავალება: "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ" ძალიან საიტერესოდ წარმოადგინეს.
ქართული ენისა დალი ტერატურის პედაგოგი: ნათია ჩაკვეტაძე
მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეოები,ხელნაწერი წიგნები და პოსტერები.
ქართულ -ევროპული სკოლა "ორნატი "
მე-4 კლასი .
პედაგოგი: სოფიკო აბესაძე
"ნორჩ მკითხველთა კლუბის "
ფარგლებში კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი - წაკითხული წიგნების მიმოხილვა ,საყვარელი პერსონაჟები ,მისაბაძი გმირები და სამახსოვრო ეპიზოდები ...იყო წარმოდგენილი პრეზენტაციაზე ასევე მოსწავლეთა მიერ
დამზადებული ბროშურები და ინტერნეტ რესურსები .გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და შინაარსიანად .
“ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი”
მე-6 კლასი.
ბიოლოგიის პედაგოგი: ნაილი კუპატაძე
პროექტი: “ჩვენ და ენერგია”
მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ენერგიის გარდაქმნა და გამოყენება . აწარმოეს კვლევები, პრაქტუკული სამუშაოები და დაკვირვებები. ამით აიმაღლეს ცნობიერება და გააკეთეს შესაბამისი დასკვნა:
“ენერგიის არაგონივრული ხარჯვა მნიშვნელოვან ეკოლოლოგიურ ზიანს აყენებს ბუნებას, ამიტომ აუცილებელია დაფიქრდეს ადამიანი, ეფექტურად და ეკონომიურად გამოიყენოს ენერგია, რომელიც დადებითად აისახება გარემოზე”
“ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი”
მე-7 კლასი.
კომპლექსური დავალება: “ქართული კულტურის კერები საქართველოსა და საზღვარგარეთ”
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნათია ჩაკვეტაძე
მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორესურსები, გზამკვლევები და მაკეტები ეკლესიებისა და საგანმანათლებლო ცენტრების.
მათ ზემოთ აღნიშნული რესურსების გამოყენებით ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს.
“ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი”
მე-7 კლასი.
ბიოლოგიის პედაგოგი: ნაილი კუპატაძე
კომპლექსური დავალება: “მცენარეების სამკურნალო მნიშვნელობა”
მოსწავლეებმა თეორიული მასალის სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული სამკურნალო საშუალებები: წამლები, მალამოები ,მათი მომზადების რეცეპტები და გამოყენების წესები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ ცხოვრებაში.
"ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი”
მე-8 კლასი.
პედაგოგი: ნათია ჩაკვეტაძე
ღია გაკვეთილი თემაზე, თუ როგორ ვითარდება ადგილობრივი თვითმართველობა დღევანდელ მსოფლიოში”
პროექტ "ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2023"-ის ფარგლებში დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ საქართველოს პარლამენტში ქ. ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლის "ორნატის" მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტში ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტური, გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას, საქმიანობასა და ფუნქციონირებას. ასევე, მცირე ხნით დაესწრნენ საგაზაფახულო სესიის პლენარულ სხდომას.
საგანმანათლებლო ტურის დასრულების შემდგომ, მცირე ხნით შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის "კინოდარაზში" სადაც მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების შესახებ სახელმწიფოში მოქმედ კანონებზე. ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და პარლამენტში ვიზიტით შექმნილ შთაბეჭდილებებზე.
“ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში” სასკოლო პროექტის “ადამიანი და გარემო”-ს ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს , ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გამოფენა - კონკურსი “ საუკეთესო პოსტერისათვის, რომელიც
ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა.
“ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში” სასკოლო პროექტის “ადამიანი და გარემო”-ს ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს , ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გამოფენა - კონკურსი “ საუკეთესო პოსტერისათვის, რომელიც
ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა.
“ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის” სამოქალაქო კლუბის პრეზენტაცია სახელწოდებით
“მეამბოხე ქალები”
პროექტი მოამზადა მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის მასწავლებლის ნათია ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა დაამზადეს პარლამენტის მაკეტი, ვიდეო მასალები და ბროშურები.
მათ ისაუბრეს ქალების როლზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. 28.03.2023 წ.
Powered by aSc EduPage