• ქართულ-ევროპულმა სკოლა ორნატმა“ ევროპელ სტუმრებს უმასპინძლა.

          • ქართულ-ევროპულმა სკოლა ორნატმა“ ევროპელ სტუმრებს უმასპინძლა.

            პროექტის ფარგლებში „განათლება საზღვრებს გარეშე“ ჩვენს სკოლას ესტუმრა დელეგაცია პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან, რომელთა შორის ქალაქ პოზნანის განათლების განყოფილების გამგის მოადგილე და რამდენიმე სკოლის დირექტორი იყო. მათ დაათვალიერეს სკოლა და გაეცნენ სასწავლო პროცესს, რამაც მათში დადებითი ემოცია გამოიწვია. ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბევრი პროექტი მოეწყო, რომელმაც სარგებელი ორივე მხაეს მოუტანა.სკოლაში გაიმართა კომფერენცია რომლის მიზანი , თანამშრომლობის განმტკიცება და ურთიერთ შორის გამოცდილების გაზიარება იყო. ჩვენი საპატივცემულო სტუმრები კმაყოფილი არამარტო ბუნების სილამაზითა და ქართველი ხალხის თბილი განყობით დარჩნენ, არამედ მათ აღნიშნეს რომ ქართველები მაგალითს აძლევენ, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისათვის , მომავალი თაობის განათლებისათვის და როგორ უნდა განვითარდე.

             

          • მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

          • 5 ოქტომბერი

            5 ოქტოემბერს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით საზეიმოდ აღინიშნა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. დაჯილდოვდნენ ჩვენი რაიონის ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები.

            „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის რჩეულ პედაგოგად დასახელდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაილი გაბრიაძე-კუპატაძე .

            ნაილი მასწავლებელმა ბევრი თაობა აღზარდა და დღესაც მუხლჩაუხრელად ემსახურება საყვარელ საქმეს. დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ მას დამსახურებულ ჯილდოს !

          • 15 სექტემბერი 2022 წელი

          • “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი” გილოცავთ ახალი 2022-23 სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს.გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ ჩვენს ქვეყანას.

          • 13 სექტემბერი 2022

          • ჩვენს პედაგოგებს: ქეთევან ბოგვერაძესა და მინდია მაცაბერიძეს, დიდი სიამაყითა და სიხარულით ვულოცავთ ზოგადი განათლებისხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის და ზოგადი განათლებისხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

            კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ კარიერულ საქმიანობაში.

             

             

          • 31 აგვისტო,2022 წელი

          • ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და აბიტურიენტებმა, რომლებიც ამას კარგა ხანია ელოდნენ, უკვე იციან, რომელი უნივერისტეტის კარს შეაღებენ. უამრავ აბიტურენტს დაუფასდა შრომა, აუსრულდა სანუკვარი ოცნება და გახდა სტუდენტი, უამრავი ოჯახი ბედნიერია და ხარობს დღეს შვილის წარმატებით.

            ეროვნული გამოცდებზე ,, ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის" აბიტურიენტებმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს 10 აბიტურიენტიდან ათივე სტუდენტია.

            1) მათგან 100%-იანი გრანტი მოიპოვა ანა ბარამაძემ და ჩაირიცხა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში , პროგრამა -მენეჯმენტი .

            2) ქეთი შუბლაძე-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პროგრამა-ფიხიკური მედიცინა.

            3) ელენე ლელაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა-ბიზნეს ადმინისტრირება.

            4) ლიკა შუბლაძე-კავკასიის უნივერსიტეტი, პროგრამა-სამართალი.

            5) დაჩი ღიბრაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა სამართალი.

            6) საბა ორბელაძე-ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნუვერსიტეტი, პროგრამა-ისტორია.

            7) ნინი ყაშუაშვილი-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, პროგრამა-საერთაშორისო ურთიერთობები.

            8)ლუკა გაჩეჩილაძე-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, პროგრამა-ელექტრო ინჟინერია.

            9) სოსო გოგბერაშვილი-საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

            10) ქეთი ფერაძე-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროგრამა-სამართალი.

            დიდი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას, ყველა დასახული მიზნის ასრულებას ვუსურვებთ!

            ასევე დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს საამაყო მასწავლებლებს დაუღალავი შრომისათვის.

            ჩვენი სკოლა ამაყობს როგორც წარმატებული კურსდამთავრებულებით ასევე შრომისმოყვარე და ნიჭიერი პედაგოგებით.

            განათლებული თაობა არის გარანტი ქვეყნის განვითარების!