შპს “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის” VIII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს კომპლექსური დავალება ,,Полиглот'' რუსული ენის წამყვანი მასწავლებლის მანანა ლაბაძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა თავიანთი მოძიებული ინფორმაციით წარმოადგინეს პრეზენტაცია ცნობილ პოლიგლოტების შესახებ, ციფრული ინსტრუმენტებისა და პოსტერების გამოყენებით.
პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია საკითხებზე :
- სურთ თუ არა მათ უცხო ენების შესწავლა?
- რომელი ენების შესწავლა სურთ ?
- რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენები?