• “ბუნების პასუხი XXI საუკუნის ადამიანებს”

          • ქართულ- ევროპული სკოლა ორნატში”  მოეწყო საერთაშორისო ონლაინ კონკურსი სახელწოდებით “ბუნების პასუხი XXI საუკუნის ადამიანებს” ,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

            კონკურსი ჩატარდა სკოლაში არსებული პროექტის,"განათლება საზღვრებს გარეშე" ფარგლებში, რის საფუძველზეც სკოლას " ევროპის ხუთი სახელმწფოს , უკრაინის,ლატვიის, პოლონეთის,მოლდავას და სლოვაკეთის, ხუთ სკოლასთან  აქვს გაფორმებული მემორანდუმი.

            საკონკურსო თემა აგრეთვე პასუხობდა სკოლის მეორე პროექტს “ადამიანი და გარემო”  

            კონკურსში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი სკოლის ასევე დამეგობრებული სკოლის მოსწავლეები .  

             მოხდა კონკურსის შეფასება , რის მიხედვითაც დავაჯილდოვეთ როგორც ჩვენი ასევე ჩვენი პარტნიორი სკოლების გამარჯვებულიბიც  შესაბამისი მედლებით დიპლომებითა და სერთიფიკატებით.

            ჩვენი სკოლიდან აღნიშნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა მე-11 კლასის მოსწავლეებმა მარიამ გოგიტაშვილმა და თენგიზ შაოშაძემ, ინგლისური ენის პედაგოგის ეკატერინე ორბელაძის ხელმძღვანელობით.

          • ნინო ხარაიშვილის წარმატებები ძიუდოში

          • "ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის" მე-10 კლასის მოსწავლე, ნინო ხარაიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 12 თებერვალს გამართულ ძიუდოს შეჯიბრში, გახდა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი, დაიკავა მესამე ადგილი და შეაბიჯა გოგონების კადეტთა ნაკრებში.

            ამის შედმეგ, საქართველოს ნაკრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ყაზახეთში აზიის თასის გათამაშებაში.

            ამა წლის 29 აპრილს , მას მიეცა შესაძლებლობა ქალაქ გორში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე მიეღო მონაწილეობა და იქ დადებული შედეგებით, ნინო საქართველოს ნაკრების შემადგენლობით მიემგზავრება აზერბაინაჯში, სადაც 6 მაისს ჩატარდება ევროპოს თასის ჩემპიონატი.

            ვულოცავთ ნინოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას სპორტულ კარიერაში!

          • ,,შავი ოქრო,ისტორია და მისი ეკოლოგიური საფრთხე დედამიწაზე“.

          • “ ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში “ 9 აპრილს, მოსწავლეების ცოდნის პრეზენტაციის მიზნით,ჩატარდა გასვლითი, ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია, ბიოლოგიასა და ინგლისურ ენაში. რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ისტორიის პედაგოგი,ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი მინდია მაცაბერიძე, ბიოლოგიის დამსახურებული პედაგოგი ნაილი გაბრიაძე და ინგლისური ენის ფილოლოგი ეკატერინე ორბელაძე. ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა სასაკოლო პროექტის “ ადამიანი და გარემო”-ს ფარგლებში, კერძოდ: ,,შავი ოქრო,ისტორია და მისი ეკოლოგიური საფრთხე დედამიწაზე“.

            მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები შემოქმედებითობის გამოსავლენად.საბაზისო სასაუბრო უნარ-ჩვევების გამოყენებით მოხდა ინტერაქცია ინგლისურ ენაზე. ბიოლოგიისა და ისტორიის გაკვეთილის ინგლისურ ენაზე ჩატარებამ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამივე საგნის შესწავლის ხარისხი გააუმჯობესა. გაკვეთილების შერწყმით და კლასგარეშე მასალაზე მუშაობით გამოჩნდა, როგორ ახერხებენ მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის ტრანსფერს ცხოვრებაში. მათ მოინახულეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ინტეგრირებული გაკვეთილი.