• ,,გელათი ჩვენი საგანძური“

          •  შ.პ.ს.  ,,ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ პედაგოგებმა მინდია მაცაბერიძემ და ეკატერინე ორბელაძემ მოაწყვეს, ინგლისური ენისა და ისტორიის  ინტეგრირებული , გასვლითი გაკვეთილი მე-11 და მე-12 კლასებში თემით: ,,გელათი ჩვენი საგანძური“.

                     მოსწავლეებმა  მოინახულეს გელათის სამონასტრო კომპლექსი და გელათის მეცნიერებათა აკადემიაში  წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე . მათ ისაუბრეს გელათის ისტორიაზე , მის როლსა და მნიშვნელობაზე  წარსულში და ასევე  გელათის დღევანდელ მდგომარეობასა და ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე .    

            ინტეგრირებულმა გაკვეთილმა საინტერესოდ და პოზიტიურად ჩაიარა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ  პედაგოგებს.

          • IV კლასელებმა საზეიმო ღონისძიებით მოგვილოცეს ახალი 2023 წელი.

          • “ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის IV კლასელებმა , კლასის დამრიგებლის -სოფო აბესაძის ხელმძღვანელობით, საზეიმო ღონისძიებით მოგვილოცეს ახალი 2023 წელი.

            მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ,როგორც უცხო ქვეყნების , ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საახალწლო ტრადიციები.

          • კომპლექსური დავალება თავიანთი საყვარელი წიგნისა და პერსონაჟის შესახებ.

          • შპს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თავიანთი საყვარელი წიგნისა და პერსონაჟის შესახებ.

            მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი, ილუსტრირებული წიგნები და წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაცია თავიანთი საყვარელი ნაწარმოების და პერსონაჟის შესახებ.

            პედაგოგი ქეთევან ბოგვერაძე

          • პროექტი „მათემატიკის კვირეული“

          • შპს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მე-7 კლასში მათემატიკის მასწავლებელმა მერი შალამბერიძემ განახორციელა პროექტი „მათემატიკის კვირეული“.მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მათემატიკურ ვიქტორინაში.მთელი კვირის მანძილზე მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, გაიმართა ჯგუფური შეჯიბრება მონაწილეებს შორის ლოგიკურ ამოცანებსა თუ კროსვორდულ სავარჯიშოებზე.მოიძიეს ცნობილი მათატიკური გამონათქვემები,ასევე

            მოიძიეს ინფორმაცია ცნობილ მათემატიკოსებზე და დაამზადეს პოსტერი . შექმნეს ელექტრონული პრეზენტაცია და ისაუბრეს მათ შესახებ.

            პროექტის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები პოექტში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის.

          • „ოქსიდების, მარილების, ფუძეების და მჟავების თვისებების განზოგადება“

          • შპს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქიმიის კომპლექსური დავალება „ოქსიდების, მარილების, ფუძეების და მჟავების თვისებების განზოგადება“

            მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაცი და ისაუბრეს თემის გარშემო.

            ქიმიის წამყვანი მასწავლებლი მარინა ხუსკივაძე.

          • „ სამუხრუჭე მანძილი “

          • შპს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება ფიზიკაში „ სამუხრუჭე მანძილი “

            მოსწავლეებმა დაამზადეს საინტერესო პოსტერები , მოამზადეს ვიდეო მასალები და წარმოადგინეს ელექტრონული პრეზენტაცია.

            ფიზიკის მასწავლებელი ლევან ხვედელიძე.