• “ბუნების პასუხი XXI საუკუნის ადამიანებს”

          • ქართულ- ევროპული სკოლა ორნატში”  მოეწყო საერთაშორისო ონლაინ კონკურსი სახელწოდებით “ბუნების პასუხი XXI საუკუნის ადამიანებს” ,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.

            კონკურსი ჩატარდა სკოლაში არსებული პროექტის,"განათლება საზღვრებს გარეშე" ფარგლებში, რის საფუძველზეც სკოლას " ევროპის ხუთი სახელმწფოს , უკრაინის,ლატვიის, პოლონეთის,მოლდავას და სლოვაკეთის, ხუთ სკოლასთან  აქვს გაფორმებული მემორანდუმი.

            საკონკურსო თემა აგრეთვე პასუხობდა სკოლის მეორე პროექტს “ადამიანი და გარემო”  

            კონკურსში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი სკოლის ასევე დამეგობრებული სკოლის მოსწავლეები .  

             მოხდა კონკურსის შეფასება , რის მიხედვითაც დავაჯილდოვეთ როგორც ჩვენი ასევე ჩვენი პარტნიორი სკოლების გამარჯვებულიბიც  შესაბამისი მედლებით დიპლომებითა და სერთიფიკატებით.

            ჩვენი სკოლიდან აღნიშნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა მე-11 კლასის მოსწავლეებმა მარიამ გოგიტაშვილმა და თენგიზ შაოშაძემ, ინგლისური ენის პედაგოგის ეკატერინე ორბელაძის ხელმძღვანელობით.

          • ნინო ხარაიშვილის წარმატებები ძიუდოში

          • "ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის" მე-10 კლასის მოსწავლე, ნინო ხარაიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 12 თებერვალს გამართულ ძიუდოს შეჯიბრში, გახდა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი, დაიკავა მესამე ადგილი და შეაბიჯა გოგონების კადეტთა ნაკრებში.

            ამის შედმეგ, საქართველოს ნაკრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ყაზახეთში აზიის თასის გათამაშებაში.

            ამა წლის 29 აპრილს , მას მიეცა შესაძლებლობა ქალაქ გორში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე მიეღო მონაწილეობა და იქ დადებული შედეგებით, ნინო საქართველოს ნაკრების შემადგენლობით მიემგზავრება აზერბაინაჯში, სადაც 6 მაისს ჩატარდება ევროპოს თასის ჩემპიონატი.

            ვულოცავთ ნინოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას სპორტულ კარიერაში!

          • ,,შავი ოქრო,ისტორია და მისი ეკოლოგიური საფრთხე დედამიწაზე“.

          • “ ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში “ 9 აპრილს, მოსწავლეების ცოდნის პრეზენტაციის მიზნით,ჩატარდა გასვლითი, ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორია, ბიოლოგიასა და ინგლისურ ენაში. რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ისტორიის პედაგოგი,ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი მინდია მაცაბერიძე, ბიოლოგიის დამსახურებული პედაგოგი ნაილი გაბრიაძე და ინგლისური ენის ფილოლოგი ეკატერინე ორბელაძე. ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა სასაკოლო პროექტის “ ადამიანი და გარემო”-ს ფარგლებში, კერძოდ: ,,შავი ოქრო,ისტორია და მისი ეკოლოგიური საფრთხე დედამიწაზე“.

            მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები შემოქმედებითობის გამოსავლენად.საბაზისო სასაუბრო უნარ-ჩვევების გამოყენებით მოხდა ინტერაქცია ინგლისურ ენაზე. ბიოლოგიისა და ისტორიის გაკვეთილის ინგლისურ ენაზე ჩატარებამ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამივე საგნის შესწავლის ხარისხი გააუმჯობესა. გაკვეთილების შერწყმით და კლასგარეშე მასალაზე მუშაობით გამოჩნდა, როგორ ახერხებენ მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის ტრანსფერს ცხოვრებაში. მათ მოინახულეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ინტეგრირებული გაკვეთილი.

          • ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას"

          • 22 აპრილი დედამიწის დღე

            "ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი "

            I კლასი

            პედაგოგი ხათუნა ავალიანი

            კლასში განხორციელებული აქტივობა: ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას"

          • "განათლება საზღვრებს გარეშე"

          • 'ქართულ- ევროპული სკოლა ორნატისა" და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის კომუნიკაციების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, "განათლება საზღვრებს გარეშე", პროექტის ფარგლებში, ქართულ - ევროპული სკოლა " ორნატის" დელეგაცია: სკოლის დირექტორი სოფიო კვინიკაძე, დამფუძნებელი ავთანდილ ოსაძე , მასწავლებელი ნონა ბაბუაძე, 2023 წლის 17-22 აპრილს საქმიანი ვიზიტით იმყოფება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, სადაც სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლას, კოლეჯი "იბერია", იტალიისა და უნგრეთის სკოლების დელეგაციებთან ერთად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულში. პირველი ვიზიტი განხორციელდა კომუნიკაციების სკოლაში, სადაც ქართული მხარე გაეცნო პროფესიული სასწავლებლის საქმიანობას და მათ გამოცდილებას, სკოლა ორნატის დელეგაციამ წარმოადგინა პრეზენტაცია სკოლის საქმიანობის შესახებ. მეორე შეხვედრა გაიმართა ქალაქ პოზნანის #15 სკოლასთან, მოხდა ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება. საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება.

            საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ქალაქ პოზნანის განათლების განყოფილების პრეზიდენტმა მარიუს ვისნიევსკმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მხარეების თანამშრომლობით ურთიერთობას.

          • ",,დედაენა ჩვენი ცოდნის ლამპარი..."

          • „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“

            პირველკლასელმა მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნლი  საკლასო

            აქტივობა : ",,დედაენა ჩვენი ცოდნის ლამპარი..."

            თავიანთი პედაგოგის ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესოდ და ლამაზად წარმოადგინეს.

          • "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ"

          • „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატში“

            მე-8 კლასი მოსწავლეებმა დედაენის კვირეულისადმი მიძღვნლი ,

            კომპლექსური დავალება: "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ" ძალიან საიტერესოდ წარმოადგინეს.

            ქართული ენისა დალი ტერატურის პედაგოგი: ნათია ჩაკვეტაძე

            მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეოები,ხელნაწერი წიგნები და პოსტერები.

          • ნორჩ მკითხველთა კლუბი

          • ქართულ -ევროპული სკოლა "ორნატი "

            მე-4 კლასი .

            პედაგოგი: სოფიკო აბესაძე

            "ნორჩ მკითხველთა კლუბის "

            ფარგლებში კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი - წაკითხული წიგნების მიმოხილვა ,საყვარელი პერსონაჟები ,მისაბაძი გმირები და სამახსოვრო ეპიზოდები ...იყო წარმოდგენილი პრეზენტაციაზე ასევე მოსწავლეთა მიერ

            დამზადებული ბროშურები და ინტერნეტ რესურსები .გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და შინაარსიანად .

          • “ჩვენ და ენერგია"

          •   

            ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი

            მე-6 კლასი.

            ბიოლოგიის პედაგოგი: ნაილი კუპატაძე

            პროექტი: “ჩვენ და ენერგია”

            მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ენერგიის გარდაქმნა და გამოყენება . აწარმოეს კვლევები, პრაქტუკული სამუშაოები და დაკვირვებები. ამით აიმაღლეს ცნობიერება და გააკეთეს შესაბამისი დასკვნა:

            “ენერგიის არაგონივრული ხარჯვა მნიშვნელოვან ეკოლოლოგიურ ზიანს აყენებს ბუნებას, ამიტომ აუცილებელია დაფიქრდეს ადამიანი, ეფექტურად და ეკონომიურად გამოიყენოს ენერგია, რომელიც დადებითად აისახება გარემოზე”

          • “ქართული კულტურის კერები საქართველოსა და საზღვარგარეთ”

          • “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი”

            მე-7 კლასი.

            კომპლექსური დავალება: “ქართული კულტურის კერები საქართველოსა და საზღვარგარეთ”

            ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნათია ჩაკვეტაძე

            მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორესურსები, გზამკვლევები და მაკეტები ეკლესიებისა და საგანმანათლებლო ცენტრების.

            მათ ზემოთ აღნიშნული რესურსების გამოყენებით ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს.

             

          • “მცენარეების სამკურნალო მნიშვნელობა”

          • “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი”

            მე-7 კლასი.

            ბიოლოგიის პედაგოგი: ნაილი კუპატაძე

            კომპლექსური დავალება: “მცენარეების სამკურნალო მნიშვნელობა”

            მოსწავლეებმა თეორიული მასალის სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული სამკურნალო საშუალებები: წამლები, მალამოები ,მათი მომზადების რეცეპტები და გამოყენების წესები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ ცხოვრებაში.

          • "ვიზიტი საქართველოს პარლამენტში"

          • პროექტ "ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2023"-ის ფარგლებში დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ საქართველოს პარლამენტში ქ. ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლის "ორნატის" მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

            სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტში ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტური, გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას, საქმიანობასა და ფუნქციონირებას. ასევე, მცირე ხნით დაესწრნენ საგაზაფახულო სესიის პლენარულ სხდომას.

            საგანმანათლებლო ტურის დასრულების შემდგომ, მცირე ხნით შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის "კინოდარაზში" სადაც მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების შესახებ სახელმწიფოში მოქმედ კანონებზე. ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და პარლამენტში ვიზიტით შექმნილ შთაბეჭდილებებზე.

          • “ადამიანი და გარემო”

          • “ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში” სასკოლო პროექტის “ადამიანი და გარემო”-ს ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს , ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გამოფენა - კონკურსი “ საუკეთესო პოსტერისათვის, რომელიც

            ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა.

          • პროექტი “ადამიანი და გარემო” - "საუკეთესო პოსტერი"

          • “ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში” სასკოლო პროექტის “ადამიანი და გარემო”-ს ფარგლებში 2023 წლის 30 მარტს , ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით მოეწყო გამოფენა - კონკურსი “ საუკეთესო პოსტერისათვის, რომელიც

            ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა.

          • “მეამბოხე ქალები”

          • “ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის” სამოქალაქო კლუბის პრეზენტაცია სახელწოდებით

            “მეამბოხე ქალები”

            პროექტი მოამზადა მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის მასწავლებლის ნათია ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით.

            მოსწავლეებმა დაამზადეს პარლამენტის მაკეტი, ვიდეო მასალები და ბროშურები.

            მათ ისაუბრეს ქალების როლზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. 28.03.2023 წ.