• 13 სექტემბერი 2022

          • ჩვენს პედაგოგებს: ქეთევან ბოგვერაძესა და მინდია მაცაბერიძეს, დიდი სიამაყითა და სიხარულით ვულოცავთ ზოგადი განათლებისხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის და ზოგადი განათლებისხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

            კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ კარიერულ საქმიანობაში.

             

             

          • 31 აგვისტო,2022 წელი

          • ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და აბიტურიენტებმა, რომლებიც ამას კარგა ხანია ელოდნენ, უკვე იციან, რომელი უნივერისტეტის კარს შეაღებენ. უამრავ აბიტურენტს დაუფასდა შრომა, აუსრულდა სანუკვარი ოცნება და გახდა სტუდენტი, უამრავი ოჯახი ბედნიერია და ხარობს დღეს შვილის წარმატებით.

            ეროვნული გამოცდებზე ,, ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის" აბიტურიენტებმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს 10 აბიტურიენტიდან ათივე სტუდენტია.

            1) მათგან 100%-იანი გრანტი მოიპოვა ანა ბარამაძემ და ჩაირიცხა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში , პროგრამა -მენეჯმენტი .

            2) ქეთი შუბლაძე-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. პროგრამა-ფიხიკური მედიცინა.

            3) ელენე ლელაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა-ბიზნეს ადმინისტრირება.

            4) ლიკა შუბლაძე-კავკასიის უნივერსიტეტი, პროგრამა-სამართალი.

            5) დაჩი ღიბრაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამა სამართალი.

            6) საბა ორბელაძე-ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნუვერსიტეტი, პროგრამა-ისტორია.

            7) ნინი ყაშუაშვილი-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, პროგრამა-საერთაშორისო ურთიერთობები.

            8)ლუკა გაჩეჩილაძე-აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, პროგრამა-ელექტრო ინჟინერია.

            9) სოსო გოგბერაშვილი-საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

            10) ქეთი ფერაძე-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროგრამა-სამართალი.

            დიდი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას, ყველა დასახული მიზნის ასრულებას ვუსურვებთ!

            ასევე დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს საამაყო მასწავლებლებს დაუღალავი შრომისათვის.

            ჩვენი სკოლა ამაყობს როგორც წარმატებული კურსდამთავრებულებით ასევე შრომისმოყვარე და ნიჭიერი პედაგოგებით.

            განათლებული თაობა არის გარანტი ქვეყნის განვითარების!

             

             

          • ბოლო ზარი

          • ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ სკოლის დასრულებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

            ჩვენო ძვირფასებო დღეს თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკა, ტოვებთ სკოლას , სადაც გატარებული წლები ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

            თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედები ხართ და გვჯერა, რომ თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით მის მომავალს.

          • მკითხველთა კლუბი „ბიბლონი“

          • "ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის" მკითხველთა კლუბმა „ბიბლონმა“ რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია ჩაკვეტაძემ ჩამოაყალიბა, მოაწყო პრეზენტაცია სახელწოდებით „ცოდნა ძალაუფლებაზე ძლიერია“. კლუბის წევრებმა წაიკითხეს დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, რეი ბრედბერის „451º ფარენჰეიტით“ და ჰარპელ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და გაუჩდათ იდეა მოეწყოთ ეს ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია. მათ დაამზადეს მოსაწვევი ბარათები სტუმრებისათვის. ნაწარმოებების მიხედვით, თავისი ხელით შექმნილი ნივთებით მოაწყვეს შესანიშნავი წიგნის კუთხეები. მაისურებზე გამოსახული ქონდათ საყვარელი პერსონაჯები. მოამზადეს ელექტრონული სლაიდშოუ და დიდ ეკრანზე პროექტორის საშუალეით გააშუქეს პრეზენტაცია.

            დირექცია დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი დარჩა აღნიშნული ღონისძიებით.

            ბევრი დადებითი შეფასებით და კეთილი სურვილებით დააჯილდოვეს კლუბის ხელმძღვანელი და ნორჩი მკითხველები.

          • ექსკურსიების შესახებ ცვლილებები

          • გთხოვთ გაეცნოთ ექსკურსიის შესახებ ცვლილებებს.

                    სასკოლო ექსკურსიების საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ექსკურსიების ორგანიზების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანების შესაბამისად.

               აღნიშნული წესის შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.

              სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტებს და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

               მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს  150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

               ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ.

               ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

               ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

               ექსკურსიის ხელმძღვანელს  სრულყოფილად  უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.

               მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

               სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.

               სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

               მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.

               შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით.

                დამატებით, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით (Covid 19) გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებში.

            პატივისცემით სკოლის დირექცია

          • „My favorite book or story „

          • „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მე 7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლების მარიამ სულაქველიძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე „ჩემი რჩეული წიგნის ან მოთხრობის მიმოხილვა ( My favorite book or story ) მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაცია მათი რჩეული წიგნებისა და მოთხრობების  შესახებ და  გააკეთეს მოკლე მიმოხილვა აღნიშნულ თემაზე.

          • ,,ჩემი ოჯახი"

          • „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ რუსული ენის წამყვანმა პედაგოგმა მანანა ლაბაძემ მე 7 კლასის მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე ,,ჩემი ოჯახი" .მოსწავლეებმა შექმნეს თავისი ოჯახის წევრების ფოტოალბომი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით .

            ისაუბრეს მათ ასაკზე,პროფესიაზე,ინტერესებზე.გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის მართვისა და პროფესიული მხარდაჭერის წევრები.მათ აღნიშნეს,რომ კომპლექსური დავალება საინტერესოდ იყო წარმოდგენილი .

             

          • "ეტალონის" 2021-2022 სასწავლო სეზონის I ეტაპი

          • შპს"ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში" საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" 2021-2022 სასწავლო სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა.

            ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონდომებით და აზარტით ჩაერთნენ ტესტირებაში სა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს.

            წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს !

          • ქრისტე აღსდგა!

          • ქრისტე აღსდგა! ასე მოგვილოცეს ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის მე-3 კლასის მოსწავლეებმა  ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!

          • 22აპრილი დედამიწის დღეა

          • 22აპრილი დედამიწის დღეა

            დედამიწა ჩვენი სახლია.

            ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის პირველკლასელები თავიანთ საყვარელ თამარ მასწავლებელთან ერთად.

          • 22 აპრილი დედამიწის დღე !

          • 22 აპრილს მთელს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება.

            “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის ნაილი კუპატაძის ინიციატივით აღნიშნეს დედამიწის საერთაშორისო დღე.

            ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულს .

            მოსწავლეებმა განიხილეს , როგორია კლიმატური ცვლილებების გავლენა ეკოლოგიაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში. მათ აღნისნეს რომ გლობალური დათბობა არის კაცობრიობის მთავარი პრობლემა , მისი სავალალო მოსალოდნელი შედეგების გამო. მოსწავლეებმა გაითავისეს რომ გარემოს დაცვა და მისი ჯანსაღად შენარჩუნება ნიშნავს მომავალ თაობაზე ზრუნვას.

          • UNESCO

          • შპს“ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება “ UNESCO 10 კრიტერიუმი „ .

            მოსწავლეებმა მოიძიეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია და ამის საფუძველზე წარმოადგინეს პრეზენტაცია.

            პედაგოგი : ნატალია აბესაძე

          • კომპლექსური დავალება თემაზე “Aboriginal people and India reservation .”

          • შპს“ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე “Aboriginal people and India reservation .”

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი რესურსი და ისაურეს აღნოშნულ თემაზე.

            პედაგოგი : მეგი იმნაძე

          • კომპლექსური დავალება „ჩემი საყვარელი მეგობარი“

          • „ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატის“ III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება „ჩემი საყვარელი მეგობარი“ ქ.ჭილაშვილის მოთხრობის , „როგორ შევასრულე როლი“-ს მიხედვით.

            ბავშვებმა შექმნეს თემები სადაც ,მოირგეს სანდროს როლი და და მეგობრად განასახიერეს თავიანთი საყვარელი ძაღლი.

            პედაგოგი : ხათუნა ავალიანი

          • კომპლექსური დავალება „ლექსი და მისი ხახეობები“

          • „ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატში“ VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება „ლექსი და მისი ხახეობები“ .

            მათ შექმნეს ბროშურები სადაც მიმოიხილეს ზოგადად ლექსის სახეობები და ასევე წარმოგვიდგინეს საკუთარი ლექსების ნიმუშები.

            პედაგოგი : ნათია ჩაკვეტაძე.

          • „თვითმმართველობა და მმართველობა“

          • შპს “ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის” მე-10 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნონა ბაბუაძის ხელლმძღვანელობით, ჩაუტარდათ გასვლითი კაგვეთილი   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, თემაზე „თვითმმართველობა და მმართველობა“. მოსწავლეები შეხვდნენ არჩევნების გზით არჩეულ მერს, ვასილ გველესიანს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ღამბაშიძეს. მათ ისაუბრეს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებსა და  მიზნებზე.

            მერმა ვასილ გველესიანმა ხაზი გაუსვა მოსწავლეების, როგორც მომავალი ამომრჩევლების და საზოგადოების აქტიური წევრების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

              მადლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას     მოსწავლეთა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.