შპს”ქართულ ევროპული სკოლა ორნატის” მე-7 კლასის მოსწავლეები მიმდინარე წლის 2 ნოემბერს , “სასკოლო პროექტის” ფარგლებში ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრენ.
მათი მიზანი იყო ქალაქში გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვება .
ქარხნის დირექტორი, გოჩა ქურდაძე მოსწავლეებს შეხვდა და მანგანუმის წიაღისეულის მნიშვნელობაზე, ფეროშენადნობების წარმოების პროცესსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა წარმოდგინეს პრეზენტაციები სხვადახვა ეკოსაკითხებზე, რის შემდეგადაც ინტერაქცია გაიმართა.
მოსწავლეებმა თავისი თვალით ნახეს მთელი ფეროშენადნობის წარმოების პროცესი. ქალბატონმა ლია ბარბაქაძემ ,ფეროშენადნობთა ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგმა, სიღრმისეული ინფორმაცია მისცა ამ პროცესების შესახებ მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საწარმოში მუდმივმოქმედ პროექტში, რომელიც ზედაპირული ჩამდინარე წყლის მონიტორინგს ითვალისწინებს. ეკოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტების დახმარებით, ჩამდინარე წყლის სამონიტორინგო ადგილები მოინახულეს და ქარხნის ტერიტორიულ არეალში მდებარე წყალსადენის ქსელიდან რამდენიმე ნიმუშად აიღეს სინჯები, რომელიც ეკოლაბორატორიის მაღალი სტანდარტების დანადგარების საშუალებით მოწმდება.
ზედაპირული ჩამდინარე წყლის მონიტორინგში მონაწილეობით მოსწავლეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია ფეროშენადნობთა ქარხანაში წყლის დაბინძურების ხარისხის შესწავლის შესახებ.
ბატონმა გოჩამ, “ჯორჯიან მანგანეზის” სახელით, მოსწავლეებს საჩუქრად ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები, ხოლო სკოლას , ლეპტოპი გადასცა, რომელსაც ჩვენი სკოლა სასწავლო რესურსად გამოიყენებს.
უღრმეს მადლობას ვუცხადებთ “ჯორჯიან მანგანეზის” , ბატონ გოჩას და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სრუს შემადგენლობას.